ზახაროვამ რუსოფობიის მაგალითად ტეტჩერის არარსებული ციტატა გაიხსენა

ზახაროვამ რუსოფობიის მაგალითად ტეტჩერის არარსებული ციტატა გაიხსენა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიტანელების მხრიდან რუსოფობიის საჩვენებლად არარსებული ფრაზა გაიხსენა, რომელსაც მიაწერენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს. დიპლომატმა ციტატა ბრიფინგზე თქვა, შემდეგ კი ის სამინისტრომ საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. “1991 წელს ჰიუსტონში გამოსვლისას ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა მ. ტეტჩერმა განაცხადა, რომ “მსოფლიო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის ტერიტორიაზე მიზანშეწონილია მხოლოდ 15 მილიონი ადამიანის ცხოვრება” – საგარეო უწყების განცხადებაში წერია.

კომენტარებში მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ტეტჩერის აღნიშნული ციტატა ოფიციალურ დოკუმენტებში, ასევე, მისი სახელობის ფონდის საიტზე არ არსებობს. გარდა ამისა, 1991 წელს ტეტჩერს ჰიუსტონში გამოსვლა არ ქონია.

ამავე დროს ქსელში ვრცელდება მსგავსი ფრაზა, რომელიც რუსმა პუბლიცისტმა ანდრეი პარშევმა გამოიყენა წიგნში “რატომ არ არის რუსეთი ამერიკა”. “ერთხელ მ. ტეტჩერის სახალხო გამოსვლის ერთ-ერთი ჩანაწერი მოვისმინე საგარეო პოლიტიკაზე, სადაც ის ამბობს: “საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამართლებულია 15 მილიონი ადამიანის ცხოვრება” – ნათქვამია წიგნში. მოგვიანებით საკუთარი გამოსვლის კომენტირებისას ზახაროვამ თქვა: “ასეც ვთქვი ბრიფინგზე: მოხარულები ვიქნებით თუკი გვეტყვიან, რომ ეს ასე არ იყო”.

მარტში ზახაროვამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ციტატა მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საკუთარი პოსტის ღირსი არ არის. სინამდვილეში ტერეზა მეის მსგავსი ფრაზა არ უთქვამს. მისი ავტორი ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი იყო და მან ის ბორის ჯონსონზე თქვა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა კიმ ჩენ ინს საკუთარი მობილურის ნომერი მისცა
შემდეგი სტატიატრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებულია