რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნისას მომხდარ ინციდენტს ბრიფინგზე გამოეხმაურა.
„ნამდვილად, ეს ექსტრემისტების ხროვა იყო. დეტალურად არ გავჩერდები მათ ამორალურ ქმედებებზე, რათა ამ ყველაფერს რეკლამა არ გავუკეთო, უფრო უკეთ რომ ვთქვათ კი, ანტირეკლამა…
აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს ქართული სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით ანალოგიური ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, რაიმე ექსცესების გარეშე…
მოველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ რადიკალების თუ ექსტრემისტების, ხულიგნების – მათი კვალიფიკაცია უკვე საქართველოს სამართალდამცავების გადასაწყვეტია – ქმედებებს…
იმის გარდა, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა ეს ხულიგნები თუ რადიკალები უნდა იპოვონ და დასაჯონ, შესაძლოა, უბრალოდ რომ დავფიქრდეთ, წიგნიც უნდა მისცენ, თუ ვინაა ანდრონიკოვი? შესაძლოა, ამ მხრივ უნდა მივუდგეთ და რამენაირად გადავარჩინოთ ის ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ან უბრალოდ ნაციონალიზმის სენით დამუხტულობით დასცინიან რუს პოეტებს”, – განაცხადა ზახაროვამ.















