ზახაროვა: უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე უბრალოდ უარის თქმა რუსეთისთვის არ არის საკმარისი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთს სურს, ნატო-მ უარყოს 2008 წლის დაპირება, რომლის თანახმადაც, უკრაინა მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე უბრალოდ უარის თქმა რუსეთისთვის არ არის საკმარისი.

„ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა გააგრძელებს ევროპულ კონტინენტზე ატმოსფეროს მოწამვლას“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, რომ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ როგორც უკრაინა, ისე საქართველო მომავალში გახდებიან ალიანსის წევრები.

banner
წინა სტატიაშიკრემლი ცდილობს მოისყიდოს ამერიკული მხარე და თავიდან აიცილოს დამსახურებული სასჯელი უკრაინაში შეჭრისა და მისი მოქალაქეების მკვლელობისთვის
შემდეგი სტატიააშშ და რუსეთი საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე შეთანხმდნენ