ზახაროვა: RT-ს თუ აკრძალავენ, ჩვენ ყველა ბრიტანულ მედიას ავკრძალავთ

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რუსი ექსჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს, რომ 24 საათში რუსეთმა სკრიპალის წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერების შესახებ მთელი ინფორმაცია ბრიტანეთს გადასცეს, მკვეთრად და აგრესიულად უპასუხა.
,,რუსეთი მოუწოდებს ბრიტანეთს, რომ ისაუბროს დაშინების გარეშე და ბირთვულ ქვეყანას ულტიმატუმები არ წაუყენოს,, განაცხადა ზახაროვამ რუსულ ტელეარხთან საუბრისას. ზახაროვის განმარტებით, ,,ფედერალური სობრანიისადმი პუტინის მიერ გაკეთებული მიმართვის შემდეგ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალ ბირთვულ შეიარაღებას ეხებოდა, არ ღიღს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საგარეო საფრთხის შიში ჰქონდეთ, ბირთვული იარაღის მფლობელი ბრიტანეთიდანაც კი,,
ზახაროვამ ბრიტანეთში ,,რაშა თუდეის,, (RT) შესაძლო აკრძალვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ,,თუ ბრიტანეთი RT-ს აკრძალავს, რუსეთში ყველა ბრიტანული მედიასაშუალება აიკრძალება,,

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: ინსტიტუციების ნგრევა მიმდინარეობს, რასაც საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს
შემდეგი სტატიაროსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ 10 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა