ზახაროვა – ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხეზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ეს არის დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხეზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ეს არის ერევნის კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სადამდე მიიყვანეს საქმე ევროკავშირის, ნატო-სა და ვაშინგტონის ახალმა კურატორებმა? გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ეს განცხადება არანაირად არ არის დაკავშირებული რუსეთთან. ეს არის ერევნის დღევანდელი ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი“, – წერს ზახაროვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკაა, არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება, იმის მისაღებად, რაც კანონიერად გვეკუთვნის, მზად უნდა ვიყოთ გავცეთ ის, რაც კანონიერად ჩვენი არ არის“.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს ვუჭერთ ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მოსახლეობასთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან – ლილე ლიპარტელიანი