ზახაროვა-“მზად ვართ თბილისი-ცხინვალი-სოხუმს შორის დიალოგს ხელი შევუწყოთ”

Мария Захарова станцевала калинку для журналистов

რუსეთის საგარეო სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კრემლის ჩვეულ, პროპაგანდისტულ რიტორიკას იყენებს.

ზახაროვა ისევ აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებას ცდილობდა, ომის დაწყებაში კი საქართველოს ადანაშაულებს. ის აგვისტოს ომს, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში “სამხედრო ოპერაციას” უწოდებს და დასავლეთსაც აკრიტიკებს. ანტიდასავლურ განცხადებაში ზახაროვა ამბობს, რომ ვაშინგტონს და აშშ-ის პარტნიორებს რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის დაძაბვა სურს, თუმცა ამის ანარაინ მტკიცებულებას არ წარადგენს.

“რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ასევე თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს, რათა მათ საერთო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს და სხვა დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს”, წერია ზახაროვას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფოტიგა აგვისტოს ომზე: საერთაშორისო საზოგადოება აგრესორის შეკავებაში ერთიანი უნდა იყოს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში ემუქრებოდა, ახლა კი აუცილებლად განხორციელდება