ზახაროვა – მოსკოვის პასუხი ლიეტუვას მიმართ არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური და მას პრაქტიკული სახეც მიეცემა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ლიეტუვას მხრიდან კალინინგრადის მიმართულებით ტრანიზიტის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსკოვის პასუხი არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური და მას პრაქტიკული სახეც მიეცემა.

„კითხვაზე, უნდა შემოიფარგლოს თუ არა რუსეთი მხოლოდ დიპლომატიური განცხადებით, პასუხია არა. პასუხი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ პრაქტიკულიც“, -განაცხადა მან.

მარია ზახაროვას თქმით, ლიეტუვამ და ევროკავშირმა კარგად იცოდნენ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაუშვებელია და იქამდე ვიდრე საპასუხო ზომებს მიიღებენ, ლიეტუვამ აკრძალვა უნდა გააუქმოს.

banner
წინა სტატიაშიშეიძლება მეც ვიყო – ზარქუა 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე
შემდეგი სტატიაკობახიძე – მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული