ზახაროვა: მოსკოვი მკაცრად იძიებს შურს

ზახაროვამ დაადანაშაულა შეერთებული შტატები იმაში, რომ ვაშინგტონი რუსეთის სუვერენული აქტივების მოპარვის მიზნით, ერთგვარ „ლეგალურ საფარველს“ ქმნის. მისი თქმით, თეთრი სახლი ევროკავშირსაც იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს. მოსკოვის აზრით, ეს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და ძირს გამოუთხრის გლობალურ ფინანსურ სისტემას.

მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა აკრძალეს ტრანზაქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან. ამასთან ერთად, მათ დაბლოკეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის სუვერენული რუსული აქტივები დასავლეთში, რომელთა დიდი ნაწილი ევროპაში იყო.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი ბრიტანეთს ომს უცხადებს
შემდეგი სტატიაბუდანოვი: რუსები ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ