ზახაროვა: გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

„ჩვენი მხრივ, ჩვენ გავაუქმეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა 2000 წლიდან და აღვადგინეთ პირდაპირი ფრენები, რამაც ხელი შეუწყო ადამიანებს შორის კონტაქტებს და ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ჩვენ მიზნად ვისახავთ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას, რა თქმა უნდა, თბილისიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, – განაცხადა ზახაროვამ

ზახაროვას თქმით, მოსკოვი აგრძელებს „აფხაზი და ოსი მეგობრების დახმარებას სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაში“.

banner
წინა სტატიაშიშშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაშიც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ