15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ზახაროვა: ერევანში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, თუ რა მომავალს უმზადებს ევროკავშირი სომხეთს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერევანში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, თუ რა მომავალს უმზადებს ევროკავშირი სომხეთს.

„ეს ნამდვილი საჩუქარია, რომ სომეხ ხალხს აჩვენო ბრიუსელის მიერ გამოზრდილი ადამიანი, რომელიც იმის განსახიერება გახდა, თუ როგორ ექცევა ევროკავშირი ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიებს. სომხეთი ევროპის მილიტარიზაციის გეგმებში შედის და მასაც ევროკავშირის ამავე ფრონტისკენ ჩაითრევენ“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „რუსეთში დაიმახსოვრეს, რომ სომხეთმა ტერორისტ ზელენსკის ტრიბუნა მისცა“.

„რუსულმა საზოგადოებამ ღრმა აღშფოთებითა არა მხოლოდ დაინახა, არამედ დაიმახსოვრა ის ფაქტი, რომ სომხეთი, რომელსაც ჩვეულებრივ რუსეთი მოძმე და მეგობრულ ქვეყნად თვლის, კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მეთაურისთვის ტრიბუნას წარმოადგენდა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა
შემდეგი სტატიამოსკოვში 9 მაისის აღლუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლა იგეგმება