ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, „ლოთ-ბაზარა“ ქალია, დაბჟუტურობს რაღაცას – არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსეთთან კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს, ეს იქნება ღალატი – ელისაშვილი

ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, „ლოთ-ბაზარა“ ქალია, დაბჟუტურობს რაღაცას. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს – ეს იქნება ღალატი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას სურს ხვალ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრს დაუსვას კითხვა, როცა პარლამენტში მოუსმენენ.

“ფრენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რკინიგზის ხომ მით უფრო, ფრენების და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ერთი და იგივე სიბრტყე არ არის. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რასაც დავუსვამ ღარიბაშვილს და თუ მოვახერხე, ფორმატს გააჩნია, მინდა ეს ვკითხო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აფხაზეთის გავლით, ამ ვითარებაში, რკინიგზის აღდგენა. აქ ყველაზე პრინციპული საკითხია, სად იქნება საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი – ენგურზე თუ ფსოუზე. ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ ენგურზე, ეს ნიშნავს, გვიღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ ვითარებაში საერთოდ არაფერი იქნებოდა მისაღები. ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა რკინიგზის გახსნა მეტ-ნაკლებად მისაღები, თუ ქართული დროშა იქნებოდა ფსოუზე, თუ ფსოუზე იქნებოდა ქართული საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი. სხვა შემთხვევაში ეს იქნება მართლა ღალატი ქართული სახელმწიფოს ინტერესების. მარია ზახაროვა რომ დღე და ღამე მთვრალია და ერთი ლოთი ქალია, “ლოთ ბაზარა”, დაბჟუტურობს რაღაცას და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართლა ხდება და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს,” – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით, ბერდიანსკის მიმართულებით არის 1 300 მეტრით წინსვლა – მალიარი
შემდეგი სტატიადუმამ რუსეთისა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა