ზახაროვა – ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი უკრაინის უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე იყო, „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებების მსგავსია

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის განცხადება, რომ გაზსადენები – „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ – უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეები იყო, ტერორისტული ორგანიზაციების – „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებების მსგავსია.

ზახაროვამ მოახდინა ჩეხეთის პრეზიდენტის ციტირება, რომელმაც გამოცემა Novinky-ს განუცხადა, რომ არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მილსადენებზე თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ. ამასთან, პეტრ პაველის თქმით, შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ სამხედრო მიზნების, არამედ სტრატეგიული მიზნების წინააღმდეგაც მიმდინარეობს და მილსადენები ასეთი სამიზნეა და თუ ასეთი თავდასხმა ევროპაში რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდების შეჩერებას ისახავდა მიზნად, მაშინ ის ლეგიტიმური სამიზნე იქნებოდა.

„წავიკითხე ეს სიგიჟე და ვიფიქრე, რომ ასეთი ეპატაჟური მარგინალისთვისაც კი მეტისმეტი იყო. მეტიც, ადრე მხოლოდ აკრძალული საერთაშორისო ტერორისტული უჯრედების წარმომადგენლები საუბრობდნენ ასეთი “აზრებით”, – დაწერა ზახაროვამ „ტელეგრამ“ არხზე.

შედარებისთვის მან მოიყვანა „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ამერიკის მოქალაქეებზე, სირიაში საუდის არაბეთის კოალიციის წევრებსა და სინაის ნახევარკუნძულზე ეგვიპტის არმიის ბაზებზე თავდასხმებისკენ, ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისა და სხვა დანაშაულებისკენ მოუწოდებდნენ.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი – ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაძვირდება ისედაც გაძვირებული გადასახადები
შემდეგი სტატიასაქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი – კობახიძემ დააანონსა, რომ ოლიგარქი სხვა შეხვედრებზეც ბრონირებული მინით ივლის