13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ზახაროვა: აშშ-მა და ისრაელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს.

„ეს საერთაშორისო სამართლის, გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წესდების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, დღეს ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელეს.

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმის შესახებ სააგენტოს უკვე აცნობა. მათივე ცნობით, ობიექტიდან რადიაციული გაჟონვა არ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება
შემდეგი სტატიაჩეხეთში ხელისუფლების მიერ ინიცირებული “უცხოური აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა