არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს სომხეთის ხელმძღვანელობის დაახლოების კურსი ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან, რომლის მთავარი პოლიტიკური ხაზიც სწორედ მოსკოვის წინააღმდეგაა მიმართული,- თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ
,,ევროკავშირი ეკონომიკური გაერთიანებიდან აგრესიულ მილიტარისტულ ბლოკად გარდაიქმნება. NATO-სთან მისი ფაქტობრივი კავშირი ნათელია. […] სომეხმა პარტნიორებმა არაფორმალურად შეგვატყობინეს, რომ რუსეთის რიგი მოქალაქეების სადამკვირვებლო მისიაში შეყვანა არ სურთ. საუბარია სახელმწიფო დუმას სამ დეპუტატსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელზე. ამის მიზეზები მოვითხოვეთ, მაგრამ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი დასანანია და ეს ჩვენთვის გაუგებარია“- თქვა მარია ზახაროვამ.
















