„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვა, ან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მიუღებელია, რადგან ამას დასავლეთი კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად გამოიყენებს“, – ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, იუწყება რუსული მედია.
„დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, ან, როგორც ბევრი ამბობს, კონფლიქტის გაყინვა მიუღებელია. მათ უბრალოდ გამოიყენებს იგივე დასავლეთი, კოლექტიური დასავლეთი და მისი ცალკეული წარმომადგენლები კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და, რა თქმა უნდა, შეიარაღებული სამხედრო შურისძიების მცდელობისთვის“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისივე თქმით, რუსულ მხარეს „სჭირდება სანდო, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებები და მექანიზმები, რომლებიც კრიზისის განახლების თავიდან აცილების გარანტიას იძლევა“.