„გილოცავთ 9 მაისს! ვფიქრობ, ეს ერთგვარად ორმაგი ზეიმია. ცხადია, 9 მაისი ჩვენი საერთო გამარჯვების დღეა, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი, ჩემი აზრით, უშუალოდ საქართველოსა და ქართველ ხალხს უკავშირდება. კარგად მახსოვს, როგორ ცდილობდნენ იძულებით საქართველოს იმ რეალობამდე მიყვანას, რომ ამ დიდ გამარჯვებას ხალხი ზერელედ მიდგომოდა.
სურდათ, ეს თემა “მიევიწყებინათ” და ისტორია გადაეწერათ. გახსოვთ, ალბათ, დასავლური ინტერესების ჯგუფები მონუმენტებამდეც კი მივიდნენ, რათა მათი მნიშვნელობა როგორმე დაეკნინებინათ. დიდი ბედნიერებაა – და მე ამას ქართველი ერის მეორე გამარჯვებას ვუწოდებდი – რომ მათ ამის უფლება არ მისცეს და საკუთარი წარსული და მეხსიერება ღირსეულად დაიცვეს. რაც შეეხება თქვენი კითხვის მთავარ ნაწილს: დიახ, სამინისტრო მუდამ პრინციპულად უჭერდა მხარს რუსეთ-საქართველოს შორის კონტაქტების გაძლიერებას საზოგადო მოღვაწეების, მეცნიერების, კულტურისა და ექსპერტების დონეზე.
იმ პირობებში, როცა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილია (მიზეზები თქვენთვისაც ცნობილია), ჩვენ მუდმივად ვუსვამთ ხაზს ასეთი დიალოგის საჭიროებას. აუცილებელია აზრების ღია და გულწრფელი გაზიარება, თანამშრომლობის ახალი გზების მოძიება და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ინვესტიცია ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის მომავალში აღსადგენად“ — თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, პრორუსული მოძრაობის მხარდამჭერ პაატა აბულაძესთან.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 7 მაისის პრესკონფერენციაზე საქართველოზეც ილაპარაკა.
















