ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე სრულდება.

აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ქსელი. ამ ეტაპზე კი, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარის დაგება სრულდება. მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 200 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიცესკოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელიამ გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი გვირგვინით შეამკო