ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. გლდანის გამგებლის ინფორმაციით, ადგილზე შვიდი სახანძრო მანქანა მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი.

ადგილობრივების თქმით, ხანძრის კერა თავდაპირველად ბავშვებმა შენიშნეს და ჩაქრობა სცადეს, თუმცა ცეცხლი ადვილად ვრცელდებოდა, ამიტომაც 112-ში დარეკეს.

ცეცხლი ზაჰესში ფერდობზე დღის 2 საატისთვის გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირება დაახლოებით 2 საათში მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშილალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა ევროსასამართლოს მოსამართლეობის კვალიფიციურ კანდიდატებად ცნეს
შემდეგი სტატია„დარგე ერთი ხე დღესვე“ – სოციალური პროექტი