ზაჰესის ხიდთან დაზიანებული გზის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური წყალსადენი მილის გაფუჭებამ გამოიწვია. ადგილზე დილიდან დიაგნოსტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანია აღადგენს დაზიანებული გზის სავალ ნაწილსაც. ადგილზე ვითარების გასაცნობად იმყოფებოდნენ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორი. მუშაობა უკვე დაიწყო მძიმე ტექნიკამაც.

banner
წინა სტატიაშიწაღვერში ხანძრის კერა გაჩნდა
შემდეგი სტატიათამარ ალანია სასაცილოს უწოდებს გვანცა ყუფარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ალანიამ ევროსასამართლოზე გავლენა მოახდინა