საქართველოში ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ,- ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და პასუხობს პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის შეკითხვას, რომელმაც პრესკონფერენციაზე დისტანციურად ჩართვისას ისაუბრა ოცნების წარმომადგენლების განცხადებებზე „რუსოფობიის დაგმობასთან” დაკავშირებით და ზახაროვას ჰკითხა, რა გავლენას მოახდენს ბოლოდროინდელი მოვლენები რუსეთ-საქართველოს ტურისტულ კავშირებზე.
“საქართველოში ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ.
[სააკაშვილის] პოლიტიკური სიგიჟით გამოწვეული ცნობილი პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად [მოსკოვი] ცდილობს შექმნას აუცილებელი პირობები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობისთვის.
ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა თანახმადაც თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის თავიდან ასაცილებლად და სრულად უზრუნველყოფს ყველა რუსის უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოში ჩამოდის.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი უპირობო პრიორიტეტი რჩება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი მიზნით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს პოზიცია თავის მოქალაქეებთან მიმართებაში“ [რადიო თავისუფლების თარგმანი],- თქვა ზახაროვამ.














