ზაალ უდუმაშვილმა წილკანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

მცხეთაში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი წილკანში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა და მოსახლეობას ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.

მცხეთის მერობის კანდიდატმა ჯერ მათი პრობლემები მოისმინა, შემდეგ კი გააცნო გეგმა, რითაც მათი პირობები გაუმჯობესდება.

“აქ 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ აქვთ კონკრეტული პრობლემები, რომლებიც წლიდან-წლამდე არ გვარდება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პრაქტიკულად აქ არავის არ მოუკითხავს ეს ხალხი. მათ აქვთ გზის პრობლემა, წყლის პრობლემა”, – თქვა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატიალომჯარია – დოკუმენტების მოცულობამ, დეტალურობამ შოკში ჩამაგდო