ზაალ უდუმაშვილი: ომს „რუსთავი2“ მოიგებს

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

ხელისუფლებამ მოიპოვა სააპელაციო სასამართლოს ხელით გამარჯვება, თუმცა ომს „რუსთავი2“ მოიგებს, – ამის შესახებ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ „რუსთავი2“ ყველა მეთოდით მიიტაცოს.

„5 წუთიც არ დასჭირდა სააპელაციო სასამართლოს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა დაესამარებინა დღეს ქვეყანაში. გადაწყვეტილება, რომელიც ყველამ იცოდა, დღეს გამოცხადდა. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველა მეთოდით და ყველა ძალით მიიტაცოს „რუსთავი 2“ და ამას სასამართლოს ხელით ასრულებს, თუმცა მინდა მივმართო ხელისუფლებას: თქვენ შეიძლება გარკვეული ბრძოლის ნაწილი მოიგეთ სააპელაციო სასამართლოს ხელით, თუმცა მერწმუნეთ, რომ ომს „რუსთავი2“ მოიგებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2” სააპელაქციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: სამწუხაროა, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება და არა – “რუსთავი 2”-ს