ზაალ უდუმაშვილი: თუ ქიბარ ხალვაშმა აიღო ეს ტელევიზია, რადიკალურად შეიცვლება აქ ყველაფერი

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მისი კანდიდატურა დასახელებული დამფუძნებლების მხრიდან, ის შეასრულებს ამ მოვალეობას.

ამის შესახებ გენერალური დირექტორის მოადგილემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დამფუძნებლების მხრიდან, მე შევასრულებ იმ მოვალეობას, რასაც დამაკისრებენ. ეხლა ყველაზე რთული პერიოდი დგას რუსთავი 2-ის ისტორიაში, რაც გამოუვლია კომპანიას თავისი ისტორიის განმავლობაში და გადარჩენისთვის ვიბრძვით, რომ კომპანია გადავარჩინოთ, იმ საშიშროებისგან, რაც მას ელოდება. როდესაც იხსენებ, რომ ორი ფარატინა ფურცლით მოსამართლემ ამ ხალხს რამდენიმე მილიონიანი ქონება გადასცა, როგორც უნდა დავიჯეროთ იმ გზავნილების, რაც იქიდან ისმის, როგორ უნდა დავიჯეროთ ის რომ აქ შენარჩუნდება სარედაქციო პოლიტიკა. თუ ქიბარ ხალვაშმა აიღო ეს ტელევიზია, რადიკალურად შეიცვლება აქ ყველაფერი,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, ტელეკომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მმართველ გუნდს მოუწოდებს, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ახალი გენერალური დირექტორის საუკეთესო კანდიდატურად ზაალ უდუმაშვილს მიიჩნევს