ზაალ უდუმაშვილი – თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, ხალხი მივა დავით ნარმანიასთან

თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, ხალხი მივა დავით ნარმანიასთან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მერიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნარმანიასთვის მიცემული ნახევარსაათიანი ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა ნარმანია არ გამოსულა და არ დაუფიქსირებია პოზიცია პუშკინის სკვერსა და თაბორის მთასთან დაკავშირებით.

უდუმაშვილის თქმით, ახლა უკვე საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ეცდებიან შეხვდნენ მერიაში დავით ნარმანიას და მაღალჩინოსნებს, რათა მიიღონ პასუხები იმაზე, აპირებენ თუ არა არჩევნებამდე ამ საკითხის შეჩერებას.

ამ დროისთვის შარტავას ქუჩა აქციის მონაწილეებს კვლავ გადაკეტილი აქვთ.

banner
წინა სტატიაში2017 წელინაძალადევში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნება” პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს – ოპოზიცია დიალოგის აზრს ვერ ხედავს