ზაალ უდუმაშვილი – თამარ ჟვანია არის ჩვეულებრივი დამნაშავე

თამარ ჟვანიას წასვლა აუცილებლად მოუწევს. ხელისუფლება ახლა, სავარაუდოდ, განტევების ვაცებს ეძებს იმის თაობაზე, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან რაღაცნაირად გამოძვრეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, თამარ ჟვანია განტევების ვაცი ვერანაირად იქნება.

„თამარ ჟვანია არის ჩვეულებრივი დამნაშავე, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. ის არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის მთავარი შემსრულებელი. შესაბამისად, თამარ ჟვანია ახლა კი არა, პირველ ნოემბერს უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან საკუთარი განცხადებით. ახალა, მისი გადადგომა-არგადადგომა რეალურ სურათს ვერ შეცვლის. ის, რომ ჟვანია უნდა გადადგეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ჟვანიას გადადგომასთან ერთად მთლიანად თუ არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა და ახლიდან არ დაკომპლექტდა ცესკო, იქ, ახალი თამარ ჟვანია ეყოლება გამზადებული „ქართულ ოცნებას”, რომ დანიშნოს. რაც მთავარია, ეს მოქმედებები ვერაფრით იქონიებს გავლენას ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, რაც არის ხელახალი არჩევნები, რომელიც აუცილებლად დაინიშნება იმის მიუხედავად, თუ რა დანიშვნებს გააკეთებს „ქართული ოცნება”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – ხელისუფლებისგან იქნება მცდელობა, დააპატიმროს ნიკა მელია, თუმცა ეს ვერ მოხდება, დავიცავთ
შემდეგი სტატიაადა მარშანიამ “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა