ზაალ უდუმაშვილი : შესაძლოა, ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია, შაშკინს ან ოქრიაშვილს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ

შესაძლოა, მექანიკურად მოხდა რომ ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დიმიტრი შაშკინი გახლავთ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მას აქვს იარაღის ტარების უფლება და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის რეგულარულად ატარებს. ეს არ ნიშნავს, რომ ის საარჩევნო უბანზე შედის იარაღით. არ მაქვს ინფორმაცია კახა ოქრიაშვილის შესახებ, თუ მას აქვს იარაღის ტარების უფლება, მას ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. ბუნებრივია, დემონსტრირება არ უნდა ხდებოდეს. შესაძლოა, მექანიკურად მოხდა რომ ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღით გადაადგილდება.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს თავჯდომარე აშშ-ს ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიასოფელ ყარაჯალაში მიმდინარეობს პირდაპირი დაშინება და მოსყიდვა – გიორგი ბოტკოველი