ზაალ უდუმაშვილი – სალომე ზურაბიშვილის განცხადება დანაშაულებრივი იყო

პრეზიდენტის განცხადება დანაშაულებრივი იყო – პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ, დღემდე ასრულებდა მის დავალებებს და ხარკს უხდის “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის პრეზიდენტი, რადგან მისგან სახელმწიფოებრივ მიდგომას არ ელოდება.

„მთელი ეს წლები მუდმივად გვესმოდა შეფასებები, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამა თუ იმ საკითხზე სამარცხვინო განცხადება გააკეთა. გუშინდელი განცხადება ეს იყო დანაშაულებრივი განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი თქვა სააკაშვილზე გარდა იმისა, რომ არ შეიწყალებს. მოლოდინი არც მქონდა და არ ველოდებოდი, რომ გუშინ მასში სახელმწიფოებრივი მიდგომა გაიღვიძებდა. ჩვენ კარგად ვიცით, პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ, დღემდე ასრულება მის დავალებებს და ხარკს უხდის “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, ახლა მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის პრეზიდენტი და რა განცხადებას გააკეთებს, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქმედება და ჩვენი ბრძოლა,”- განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყება ნამდვილად არ გამკვირვებია, ჩვენი დეპუტაციიდან არავინ გამორიცხავს, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო