ზაალ უდუმაშვილი პარლამენტსაც ტოვებს, რის შემდეგაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საკანონმდებლო ორგანოში 29 დეპუტატი დარჩება

ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტსაც ტოვებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ აპარატში განუცხადეს, ზაალ უდუმაშვილის შესაბამისი წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკვე გადაეგზავნა.

პროცედურის შესაბამისად, მიმართვის შემდეგ, ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება პლენარულ სხდომაზე შეუწყდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს პარლამენტში ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს. პარტიას პარლამენტში 29 დეპუტატი ეყოლება.

ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და მედიაში დაბრუნების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი მარცხს იწვნევს ომში, რომელიც თავადვე წამოიწყო – შოლცი
შემდეგი სტატიასაზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია – კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე