ზაალ უდუმაშვილი – პანიკური შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის – მისი ეშინოდათ, როცა იყო უკრაინაში და მითუმეტეს ეშინიათ, როცა ის არის საქართველოში

პანიკური შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილის ეშინოდათ, როდესაც ის იყო უკრაინაში და მითუმეტეს ეშინიათ, როდესაც ის არის საქართველოში, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ სააკაშვილის ჯერ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისთვის და შემდგომ ციხიდან მისი გათვისუფლებისთვის. გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, ყოველ საღამოს დააანონსებენ შემდგომი დღის სამოქმედო განრიგს.

„მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა გლდანის ციხეში იმყოფება ძალიან მძიმე პირობებში, 41-ე დღეა, თუ არ მეშლება უკვე შიმშილობის. მიუხედავად ამისა, აქვთ პანიკური შიში. ბუნებრივია, არც მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს მოიყვანდნენ, იმიტომ, რომ მას არ გამოაჩენენ საზოგადოების წინაშე, საზოგადოებამ დაინახოს ან მისი ვიზუალი ან ხმა გაიგონო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ და შემდგომ გათავისუფლდეს. ამ ბრძოლას ბოლომდე აუცილებლად მივიყვანთ. დღეს, ყველამ ნახა რაც მოხდა, მართლაც გავეშებულები დაგვსდევდნენ აქციის მონაწილეებს, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომ ხვალ ათჯერ მეტი მოქლაქე გამოვიდეს ქუჩაში“, – აცხადებს უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში თენგიზ გუნავაც დააკავეს – სულ 46 პირია დაკავებული
შემდეგი სტატიაეს არის მიხეილ სააკაშვილის დამცირების მცდელობა, იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ გამაოგნა – იან კელი