ზაალ უდუმაშვილი: მჯერა, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის გადარჩენის პროცესი დაიწყო

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს აქციაზე გამოსულ საზოგადეობასთან ერთად, „რუსთვი 2“- ის გადარჩენის პროცესი დაიწყო.

ამის შესახებ მან განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გააკეთა, რომელიც უზენეს სასამართლოსთან მიმდინარეობს.

„საზოგადეობის აქტიურობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ დღეს, საზოგადეობისა და ჩვენი ერთიანი ძალების კონსოლიდაციით, „რუსთავი 2“-ის გადარჩენის პროცესი დაიწყო”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერი აქცია მეტროსადგურ „რუსთაველთან“ დაიწყო და მსვლელობით, უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარიამ გ.კარასინის განცხადება ცინიზმის მორიგ გამოვლინებად შეაფასა
შემდეგი სტატიაჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სივრცე სადაც შეგვეძლება ვისაუბროთ თავისულად იმ პრობლემებზე ,რომელიც ქვეყანაში არის