ზაალ უდუმაშვილი : მიხეილ სააკაშვილის დაკავება ასე მარტივი არ არის

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ შეიძლება, რადიკალური ცვლილებები შეიტანოს ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ“.

„ვინაიდან ეს განცხადება გუშინ გავრცელდა, ამ თემაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა საერთო პოზიტიური ფორმაში და ალბათ, იქნება მსჯელობა. თუმცა, მე მგონი, ახალს არაფერს ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი როლი აკისრია ქართულ პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ის დევნილია ამ ხელისუფლების მიერ უკვე შვიდ წელიწადზე მეტია და რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება. მას, მის სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მის მოქმედებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისმა ჩამოსვლამ შეიძლება, რადიკალური ცვლილებები შეიტანოს ამ ბრძოლაში, თუმცა ამ ყველაფერს განვიხილავთ. საერთო პოზიციური აზრი მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მისასალმებელია ასეთი განცხადებები, რადგან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ითვალისწინებს საერთო ოპოზიციურ აზრს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, შეკითხვაზე, რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ამას მისი დაკავება მოჰყვება, უდუმაშვილი ამბობს, რომ „მარტივი არ არის მიხეილ სააკაშვილის დაკავება“.

„ეს არის ხელისუფლების პოზიცია. თუმცა გააჩნია, როგორი იქნება საზოგადოების პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასე რომ, ასე მარტივი არ არის მიხეილ სააკაშვილის დაკავება. ალბათ, გახსოვთ ის ჩანაწერები, როგორ ეხვეწებოდა ქართული მხარე უკრაინულ მხარეს, ოღონდ მიხეილ სააკაშვილი არ გამოგიგზავნოთ დაპატიმრებულიო. დღესაც ეგეთია, დღეს „ქართულ ოცნებას“ მართლაც თუ ვინმესი ეშინია რეალურად, პიროვნულად, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მართლაც მუხლები უკანკალებთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლისთვის“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : არჩევნების შედეგებს აღიარებს ყველა, გარდა რამდენიმე დამარცხებული ოპოზიციური პარტიისა
შემდეგი სტატიაქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი და ქვეყნისთვის საზიანოა – ბოკერია