ზაალ უდუმაშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მეტად კონსტრუქციული, თუ შეიძლება, ვინმე იყოს

„არანაირ განხეთქილებას არ წარმოქმნის. კამათი და დებატები ყოველთვის არის, იქნება ეს კამერების თანდასწრებით, თუ კამერების გარეშე, რადგან ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი ამ შეხვედრებზე და ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული აზრი. თუმცა, ამ კამათში ხშირად მივდივართ იმ მთავრამდე, რაც არის ყველასთვის ჩვენთვის, მთავარია რომ ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთიანი იმ სტრატეგიასა და გეგმაში, რომელიც ეხება იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ქვეყანა არის ჩავარდნილი. რა თქმა უნდა აზრთა სხვადასხვა იქნება“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მეტად კონსტრუქციული, თუ შეიძლება, ვინმე იყოს. ბოლო განცხადებები, რაც მისი მხრიდან კეთდება, თუნდაც გუშინ, როდესაც იმ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე წუთში გავრცელდა მისი განცხადება, სადაც პირდაპირ თქვა, რომ თავი დაანებონ მისი პერსონის გარშემო დებატებს და სჯობს, კონცენტრირდნენ იმ ერთობაზე, რომელიც ჩამოყალიბებულია. ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო მესიჯი ყველასთვის“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტია „ლელოს“ ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიები მომავალ კვირას დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: როცა სააკაშვილის დღის წესრიგით უტევთ ხელისუფლებას და თან სააკაშვილი არ გვინდა ლიდერადო ამბობთ, ეს რიგითი ქართველი ამომრჩევლისთვის ან არადამაჯერებელია, ან გაუგებარი