ზაალ უდუმაშვილი : ხვალინდელი აქცია იქნება მასშტაბური , კიდევ ერთხელ შევახსენებთ ივანიშვილს, რომ არ ვაპირებთ იმ შედეგებთან შეგუებას

„ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. როგორც ოპოზიციური ძალების ლიდერები აცხადებენ, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ, ასევე, ისაუბრებენ დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საკითხებზე.

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხვალ დაგეგმილი აქციით ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს ბიძინა ივანიშვილს, რომ არჩევნებთან შეგუებას არ აპირებს.

„ხვალინდელი აქცია იქნება მასშტაბური, დიდი აქცია. ყველა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ლიდერი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ ვაპირებთ იმ შედეგებთან შეგუებას, რომელიც ცესკომ დაუწერა”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კონტეინერები დასუფთავდა
შემდეგი სტატიარუსეთი კორონავირუსს ჟენევის მოლაპარაკებების ჩასაშლელად იყენებს – ეუთოში აშშ-ის ელჩი