ზაალ უდუმაშვილი – ივანიშვილს ურჩევნია, ქვეყანა დააზარალოს

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, მიიჩნევს, რომ სასამართლოს ხელისუფლების დავალებების შესრულება უწევს და მთავრობამ სასამართლოს კონკრეტული თარიღები დაუწესა.

ამის შესახებ ზაალ უდუმნაშვილმა გადაცემა ,,არჩევანში” ისაუბრა და თქვა, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, ქვეყანა დააზარალოს რუსთავი2-ის გაჩერებით.

„ბიძინა ივანიშვილი სერიოზული არჩევანის წინაშე დადგა – ერთი მხრივ, ეს არის შემოდგომაზე არჩევნებზე რუსთავი2-ით გასვლა, რაც არასახარბიელოა მისთვის და მეორე, რუსთავი2-ის გარეშე გასვლა, რაც ასევე ძალიან ცუდი პერსპექტივაა, რადგან ამას მოჰყვება სერიოზული სამოქალაქო მღელვარება და უარყოფითი საერთაშორისო რეაქცია. თუმცა, ივანიშვილს ურჩევნია, ქვეყანა დააზარალოს,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმშობლებისთვის აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაცია შეიქმნა
შემდეგი სტატია(video),,რუსთავი2-ის გარეშე არჩევნების ჩატარება არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს”