ზაალ უდუმაშვილი : ეს არის ხელისუფლების პასუხი შვილმკვდარ მამებს

შვილმკვდარი მამების კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადატანას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აპროტესტებს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ეს ქმედება კარგად აჩვენებს, როგორ შესტკივა გული ხელისუფლებას ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილზე:

„ეს არის ხელისუფლების პასუხი შვილმკვდარ მამებს რაც ახლა ხდება. ეთერებში გამოდიან და ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ როგორ შესტკივათ გული. დილიდან დაიწყეს ხალხის მოტაცება, როგორ ეშინია ხელისუფლებას ორი შვილმკვდარი მამის შეხედეთ, კანკალებენ შიშისგან და კარავს ვერ ადგმევინებენ. ერთი ხელით ცრემლებს იწმინდავენ და მეორე ხელით კარვებს ეჯეჯგურებიან.“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველზე აქციის მონაწილეები დააკავეს
შემდეგი სტატია“ეს არ არის გრეჩიხას კარვები ეს არის შვილმოკლული მამების სამართლიანი მოთხოვნა” – ნიკა მელია ხელისუფლებას მიმართავს