ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

პროკურატურის ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებული.

banner
წინა სტატიაში“ქალთა მიმართ დამამცირებელი კომენტარები მთელ მსოფლიში დასჯადი ხდება და მით უმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის”
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე