ზაალ უდუმაშვილი – ჩვენ, ძალიან ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებას

„ქართული ოცნება“ შეეცადა გაყალბების ყველა მექანიზმი გამოეყენებინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა, ყველა ინდიკაცია გვიჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია, – ამის შესახებ „გაერთიანეული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

უდუმაშვილმა ფოტო-ვიდეო მასალა წარადგინა, სადაც მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დარღვევებია დაფიქსირებული.

„ქართული ოცნება“ შეეცადა გაყალბების ყველა მექანიზმი გამოეყენებინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა, ყველა ინდიკაცია გვიჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია და ეს ასეც იყო. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებას. ამ დროისთვის დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები: ონის მე-16 უბანზე ბიულეტენები არის გამზადებული ჩასაყრელად და ამას გამოიყენებენ, რომ ჩაყარონ, ამის ფოტომტკიცებულება გვაქვს. სოფელ ქვემო ბოლნისში 55-ე უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს სახიდ მეხიდიევს ემუქრება იმრან გასიმოვი, ეს გახლავთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ჯერ ჩვენს წარმომადგენელს შესთავაზეს ფულადი თანხა, როდესაც მან უარი განაცხადა ფულის აღებაზე, მას დაემუქრნენ, ბოლოს უკვე ემუქრებიან დაჭერით და ციხეში ჩასმით. ქუთაისის 57-ე უბანზე მარკირებული მოქალაქე შევიდა ხმის მისაცემად. ოპოზიციის დამკვირვებლის შენიშვნაზე მოქალაქემ მიუგო, რომ ის უკვე იმყოფებოდა ხმის მისაცემად და ხელი იმიტომ აქვს მარკირებული. ზოგადად, მარკირების თემა დღის მეორე ნახევარში ძალიან გააქტიურდა „ქართული ოცნების“ მხრიდან და არ არის გამორიცხული, მარკირებული ამომრჩევლები ხელმეორედ შეუშვან უბნებზე ხმის მისაცემად. მოვიწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ არ მოხდეს მარკირებული ადამიანების ხელმორედ შეშვება ამ უბნებზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის 26-ე საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – 45% , სალომე ზურაბიშვილi – 55% – Edison Research ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს