ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი

დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი და ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა, ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს, ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ“, –ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს თუ არა, ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის
შემდეგი სტატიაგუშინ შევთანხმდით, რომ არ არსებობს წინაპირობები და წითელი ხაზები – სამნიძე ღარიბაშვილს