ზაალ უდუმაშვილი : ასეთი სანახაობრივი აქცია დიდი ხანია, თბილისს არ ახსოვს

დღეს ყველაზე ხმამაღალი აქციაა, რადგან ჩვენი მდუმარებით მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რა მძიმე ვითარებაში იმყოფება ქვეყანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია.

„მადლობა ყველას, ამ ძლიერი პროტესტისთვის, რომელიც ყველამ ერთად გამოვხატეთ. ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში და ასეთი სანახაობრივი აქცია დიდი ხანია, თბილისს არ ახსოვს. დიდი მადლობა ყველას, ეს ბრძოლა გრძელდება და საბოლოო გამარჯვებას ყველა ერთად მალე ვიზეიმებთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლება, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. როგორც აქციის ორგანიზატორები განაცხადეს, მდუმარე აქციით ეცადნენ, არჩევნებთან დაკავშირებით ხმა მიეწვდინათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთვის.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია
შემდეგი სტატიამაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობს