ზაალ მიქელაძე: ბათუმში 12 კოვიდ ინფიცირებულიდან 3 გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში 12 კოვიდ ინფიცირებულიდან 3 გამოჯანმრთელდა. ზაალ მიქელაძის თქმით, კლინიკა მედალფაში 9 პირი განაგრძობს ამ დრომდე მკურნალობას. ერთი პაციენტის, 70 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის ისევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

”ისინი თავდაპირველად მკურნალობის კურსს ინფექციურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი კლინიკა მედალფაში გადიოდნენ. ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებულები იყვნენ. გუშინ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა” – ამბობს ზაალ მიქელაძე.

banner
წინა სტატიაშიფოთის ცენტრალური ბაზრის შესასვლელში მოქალაქეების ქაღალდის კუპიურები ცხელი უთოთი უთოვდება
შემდეგი სტატიაბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა