17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ზაალ ანჯაფარიძე: გვარამია გვახსენებს, რატომ არ და ვერ უნდა დაბრუნდნენ “ნაცები” ხელისუფლებაში

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ანჯაფარიძის თქმით, გვარამიას სიტყვებმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაახსენა.

„შემთხვევით ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის, ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ — ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ… და ა.შ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში ის სისხლიანი 8 წელი!

ისე, მადლობა ნიკა გვარამიას, რომელიც სულით და ხორცით დარჩა „ნაცად“ და ამავე სტატუსით მოკვდება, რომ ასე მძაფრად შეგვახსენებს ხოლმე, თუ რატომ არ და ვერ უნდა დაბრუნდნენ „ნაცები“ ხელისუფლებაში“, — წერს ზაალ ანჯაფარიძე.

საზოგადოებრივი და პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა ნინო წილოსანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ნიკა გვარამია მას მიმართავს: „ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, ყველაფერი მოყვე… დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“.

banner
წინა სტატიაშიანექსირებულ ყირიმში უკრაინული დრონების იერიშს რუსული სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაისრაელმა სამხრეთ ლიბანზე იერიში მიიტანა