ზაალ ანჯაფარიძე გახარიას გუნდის წევრებს: გინდათ, ხალხის თვალში სინდისიერ პოლიტიკოსებად გამოჩნდეთ? დატოვეთ მანდატები, რომელიც „ოცნების“ ხელიდან მიიღეთ

უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა წინა მოწვევის პარლამენტის „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატ-დისიდენტების მიმართ, რომლებმაც პარტია და უმრავლესობა დატოვეს, მაგრამ „ოცნების“ დახმარებით მიღებული სადეპუტატო მანდატები და პრივილიგები შეინარჩუნეს. ტოვებ პარტიას? დატოვე მანდატიც, რომელიც ძალიან კარგად იცი, რომ შენით არ მიგიღია და ვერც მიიღებდი ვერასდროს. იგივე დამოკიდებულება მაქვს „ოცნებიდან“ განდგომილი ახლანდელი დისიდენტი დეპუტატების მიმართ. განსაკუთრებით მათთან, მაღალ რეგისტრში რომ საუბრობენ. „საწყლები“ თურმე, რა დღეში ყოფილან, მაგრამ მანდატი ჩაიხუტეს, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი მათ მანდატების დატოვებას ურჩევს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მიიღეს.

,,გინდათ ხალხის თვალში სინდისიერ პოლიტიკოსებად გამოჩნდეთ? დატოვეთ მანდატები, რომელიც „ოცნების“ ხელიდან მიიღეთ და ისე გააგრძელეთ პოლიტიკური საქმიანობა. არ გაინტერესებთ, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქესა და პოლიტიკოსს რა მხარდაჭერა გაქვთ? თუმცა, არა ხართ ამის გამკეთებლები ხომ ვიცი“, – წერს ეზაალ ანჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიურეკში 13 დაკავებულს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია ხვალ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავა