11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ზაალ ანჯაფარიძე: ბრიტანეთმა ძირი გამოუთხარა საქართველოში დემოკრატიის ერთ – ერთ დედაბოძს – მედია პლურალიზმს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “პოს-ტვ”-ის და “იმედის” დასანქცირებას ეხმაურება.

„ბრიტანეთმა, რომელიც ლამის დემოკრატიის მსოფლიო შუქურად არის მიჩნეული, „ტვ-იმედსა“ და „პოს-ტვ“-ზე თავდასხმით დაარტყა და ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა, ჯერ კიდევ გარდამავალი დემოკრატიის სტადიაში მყოფ საქართველოში დემოკრატიის ერთ – ერთ დედაბოძს – მედია პლურალიზმს.

ბრიტანეთი შეეცადა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით გაემართლებინა ეს თავდასხმა და საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთმია ალტერნატიული აზრის და ინფორმაციის გაგების საშუალება და დაეტოვებინა ისინი მხოლოდ ნაცტელევიზიების ამარა.

ეტყობა ჩათვალა, რომ ასე მაინც ასარგებლებდა მისთვის სასურველ ტელეარხებს, ახლა სიხარულით რომ ხტიან ამის გამო. საზოგადოება აუცილებლად შეახსენებს მათ ამას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ამ ორ ტელეარხის შეუფერხებლად მაუწყებლობას არაფერი დაემუქროს. ჩვენი დემოკრატიისათვის ნასროლი ეს ტყვია, არც პირველია და სამწუხაროდ არც უკანასკნელი“, – წერს ანჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშისელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
შემდეგი სტატიაყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს