რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში იმყოფებოდა.
სახელმწიფო მედია წერს, რომ პუტინი ეწვია კურსკის ოლქს “პირველად მას შემდეგ, რაც რეგიონი მთლიანად განთავისუფლდა”, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ ოპერირებას რუსეთის ამ რეგიონის ტერიტორიაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მეთაური, სავარაუდოდ, თავად კურსკს ეწვია, სადაც მოხალისეებთან შეხვედრა გამართა და ასევე კურსკის მშენებარე ატომური ელექტროსადგური-2 მოინახულა.
კურსკის ოლქში ვლადიმირ პუტინის ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა არც კრემლის პრესსამსახურს და არც რუსეთის სახელმწიფო უწყებებს არ გაუვრცელებიათ.