YouTube-მა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ სამი არხი დაბლოკა: რუსულენოვანი, უკრაინულენოვანი და ინგლისურენოვანი.
“ამ არხების დაბლოკვა ზღუდავს უკრაინელი ბავშვებისთვის ამ კონტენტზე წვდომას და რუსეთს ართმევს კიდევ ერთ პლატფორმას შემოსავლის მისაღებად და ჰიბრიდული გავლენის განსახორციელებლად“– წერს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი.
2026 წლის 20 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას იმ რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ჩართულნი არიან ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ შექმნაში.
2025 წლის აგვისტოში ანიმაციური ფილმის „მაშა და დათვის“ არხი უკრაინელ მომხმარებლებს შორის YouTube-ის ყველაზე პოპულარული საბავშვო არხების რეიტინგის სათავეში მოექცა. 2025 წლის ოქტომბერში ეროვნულმა პოლიციამ დაადასტურა მულტფილმის კავშირები რუსეთთან და სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. ჯერ კიდევ 2017 წელს „დერჟკინოს“ (კინოს სახელმწიფო სააგენტო) კომისია განიხილავდა მულტფილმის აკრძალვის მოთხოვნას მასში რუსული პროპაგანდისტული ნარატივების არსებობის გამო. ერთ-ერთ სერიაში მთავარი გმირი სსრკ-ის ერთ-ერთი რეპრესიული ორგანოს – НКВС-ის (შინსახკომის) ქუდით გამოჩნდა.















