Yandex Taxi–მ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად “აღიარა”

h4wyfrx3hscbk16ტაქსის გამოძახების რუსული სერვისი Yandex Taxi ქართულ ბაზარზე სკანდალით შემოვიდა: როგორც ცნობილია, ამ სერვისით სარგებლობა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი, რუკაზე კი, რომელსაც აპლიკაცია ეფუძნება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არიან მოხსენიებულნი.

ამ მიზეზით Yandex Taxi-ისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა იურიდიულმა კომპანია “მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურმა”. კომპანია სხვა იურიდიულ ფირმებსაც მოუწოდებს, არ გაუწიონ დახმარება კომპანიას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს.

როგორც ცნობილია, რუსულმა კომპანიამ მომსახურება თბილისში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

იურიდიულ კომპანიაში “მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური” ამბობენ, რომ Yandex–ი მათ იურიდიული მომსახურების გასაწევად დაუკავშირდა.

„ბუნებრივია, ჩვენ ყოველ ასეთ ჯერზე მოხარული ვართ გავუწიოთ საჭირო დახმარება, მაგრამ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ Yandex-ს მიერ წარმოდგენილ რუქაზე საქართველოს საერთაშირისოდ აღიარებული საზღვრები დარღვეულია, რაც იძულებულს გვხდის უარი ვთქვათ კომპანიის მიმართ მომსახურებაზე. მოვუწოდებთ ყველა ქართველ კოლეგას შემოგვიერთდეს ამ პროტესტში”, – წერია კომპანიის განცხადებაში.

პროტესტი ისმის სოციალურ ქსელებშიც: სტატუსებსა და კომენტარებში ნათქვამია, რომ ქართველმა მომხმარებელმა არ უნდა ისარგებლოს იმ კომპანიის მომსახურებით, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

წყარო

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: „ქალაქის მერი ერთი მუჭა მლიქვენელების და ზონდერების იმედად რჩება!“
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: საქართველოს მთავრობა ძველებურად სირაქლემის პოზაშია ჩაყუდებული