Yandex-ის დამფუძნებელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა

Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დღეს ამოქმედდა. შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ არკადი ვოლოჟი ტოვებს ყველა თანამდებობას “Yandex”-ში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინფორმაცია მოისმინეს
შემდეგი სტატიარა საკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საკითხი პოზიტიურად არ განვიხილეთ – ვოლსკი