Yandex-ის ცენტრებზე დარტყმების შემდეგ სოციალურ ქსელებში ბოტების რაოდენობამ იკლო.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა
„სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ვუპასუხეთ რუსეთის ოპერაციას ჩვენი მონაცემთა ცენტრების წინააღმდეგ და როდესაც ჩვენმა დარტყმებმა Yandex-ის მონაცემთა ცენტრებს მიაღწია, მოულოდნელად ბევრ სოციალურ პლატფორმაზე სუნთქვა ცოტათი გამარტივდა. ბევრმა ადამიანმა ეს შენიშნა. ნაკლები იყო სიძულვილი, ნაკლები იყო დაყოფა და ნაკლები იყო პროვოკაცია, რადგან ბოტებიც ნაკლები იყო. და სრულიად ცხადია, საიდან მოდიოდნენ ეს ბოტები“ – განაცხადა ზელენსკიმ და ასევე აღნიშნა, რომ Yandex-ის მუშაობის შეფერხების შემდეგ ბოტების გაქრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ევროპა პრობლემების წყარო არ არის“.


















