“YANDEX”-ი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის

რუსულმა ტაქსის კომპანია „იანდექსმა“, რომელიც საქართველოში უკვე 4 წელია რაც მოქმედებს, აღიარა რომ კლიენტების გადაადგილების შესახებ რუსეთის ხელისუფლებას აწვდის ინფორმაციას.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია, რომ გადაადგილების მონაცემები მიაწოდოს რუსეთის უსაფრთხოების ძალებსა და თავდაცვის უწყებებს.
კომპანია აღნიშნულ ფაქტს მომხმარებელზე ზრნუვით განმარტავს, მაგრამ არ აკონკრეტებენ ხელმძღვანელი პირები, თუ კონკრეტულად რაში სჭირდებათ გადაადგილების შესახებ ინფორმაცია.

იანდექსის ადმინისტრაციის გაცხადებით, ინფორმაციის გადაცემა ხდება იმის გამო, რომ მოხდეს დანაშაულების პრევენცია და დროული გამოძიება, რათა ადამიანთა სიცოცხლე დაიცვან. რუსული მედიის, TV RAIN-ის თქმით, აღნიშნული ფაქტი გავრცელდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ერთ-ერთი სამართალდამცავის ჩვენება, რომელიც აღნიშნავდა, რომ ოპოზიციური არხის, “მედუზას” ჟურნალისტის საცხოვრებლის მისამართი იანდექს ტაქსის მგზავრობის ისტორიის გამოთხოვით გაიგო.

banner
წინა სტატიაშიკინზინგერი ოცნებაზე: თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება
შემდეგი სტატია“გზააბნეული ქართული ოცნების გადაწყვეტილებით დაცვა გამიუქმეს” – გიორგი მარგველაშვილი