Yahoo-ს რუსმა ჰაკერებმა შეუტიეს

10Yahoo ამერიკული კომპანიაა, რომელიც ინტერნეტის საძიებო სისტემაში პოპულარობით მეორე ადგილზეა. 2014 წლის შემოდგომით რუსეთში მდებარე კომპიუტერებიდან მასზე თავდასხმა მოხდა, თუმცა, ჯერჯერობით დაუდგენელია, არის თუ არა ეს დაკავშირებული Yahoo-დან ინფორმაციის მასობრივ გაჟონვასთან, რომელიც დღეს გახდა ცნობილი – 24 სექტემბერს The Wall Street Journal-ი წერს გამოძიების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
22 სექტემბერს კომპანია Yahoo-მ გატეხვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შედეგადაც 500 მილიონი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს. ამასთანავე, დირექციამ აღნიშნა, რომ მონაცემები მოიპარეს პირებმა, რომლებიც “მთავრობის დაფინანსებით მოქმედებდნენ”.
The Wall Street Journal-ის წყარო ამბობს, რომ კომპანიაზე ჰაკერული თავდასხმა შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში გახდა ცნობილი. Yahoo-ს ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ შეტევის უკან რუსეთი დგას, რადგანაც ის რუსეთში მდებარე კომპიუტერებიდან განხორციელდა, ჰაკერებს კი კონკრეტულად 30-40 მომხმარებელი აინტერესებდათ, რომელთაც რუსეთში აქვთ ბიზნესი.

Yahoo-დან მონაცემების მასობრივი გატაცების ფაქტს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს – The Wall Street Journal-ი წერს.

banner
წინა სტატიაშიკლინტონს, რუსეთში ვიზიტისას საიდუმლო დოკუმენტი სასტუმროს ნომერში დარჩა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილმა რუსთავის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო